logo
ENG



სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძე დააკავეს

30 მაი 202612:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/30/10i9rww56c2u59h.png

სუს-ის ინფორმაციით, დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა.

"დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში. 

გულბაათ რცხილაძე "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა.

რცხილაძის შესახებ ვრცელი სტატია "აი, ფაქტმა" 2025 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო თუ როგორ ფინანსდებოდნენ რცხილაძის ორგანიზაციები რუსული "პრავფონდისგან" და რას საქმიანობდნენ საქართველოში. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რცხილაძეს რუსეთიდან ფული ქეშად შემოჰქონდა და რუსეთისთვის ანგარიშებს ამზადებდა. 

ცნობისთვის, 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც" შეიქმნა. უცნობია, მისი დაკავების შემდეგ, დაიწყებს თუ არა საბჭო მუშაობას.


close დახურვა