logo
ENG



სიბიგა: ზელენსკი მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს

17 აპრ 202618:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/z99wh1rlyf24edm.png

ურკაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს. 

სიბიგას თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკების ახალი ფორმატისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. სიბიგამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და, შესაძლოა, აშშ-ის ლიდერები.

მისი თქმით, კიევმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი სიგნალი თურქულ მხარეს.

" ჩვენ მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი, პრეზიდენტების, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ გადავეცით ეს სიგნალი თურქ პარტნიორებს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევებში", - განაცხადა სიბიგამ

 


close დახურვა