logo
ENG



სიბიგა: EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი ივნისში უნდა გაიხსნას

22 მაი 202619:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/22/h75vamlw9atgoq5.png

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგასთან, ანიტა ორბანთან, მოლაპარაკებების შემდეგ კვლავ მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველი ნახევრის დასრულებამდე გაიხსნება. ამის შესახებ მან ნატოს მინისტერიალიდან დაბრუნებისას ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

სიბიგამ აღნიშნა, რომ ივნისის ბოლომდე ყველა კლასტერის გახსნა რეალისტური ამოცანაა. ასევ დააზუსტა, რომ საუბარია ექვსივე კლასტერის გახსნაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა პირობა შესრულებულია.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კლასტრები ივნისში უნდა გაიხსნას. ვიქტორ ორბანის მთავრობის მხრიდან მთავარი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია. ვფიქრობთ, რომ სამართლიანია ევროკავშირისგან შეფასების მიღება და ეს შეფასება კლასტერების გახსნას გულისხმობს", - თქვა უკრაინის საგარეო მინისტრმა. 

 


close დახურვა