ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის რუმენ რადევის პარტია "პროგრესული ბულგარეთი" ხმების 45%-ით პირველ ადგილზეა.
პრორუსულმა პარტიამ ლიბერალური კოალიცია PP-DB და ყოფილი პრემიერის, ბოიკო ბორისოვის, პარტია GERB - 13% დაამარცხა.
რადევი ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს.
ვადამდელი არჩევნები ბულგარეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა მთავრობამ დეკემბერში სადავო ბიუჯეტის მიღება სცადა. მთავრობის მცდელობას მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა - აქციებს რუმენ რადევმა მხარი დაუჭირა.
