logo
ENG



მარნეულში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

20 აპრ 202613:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/bfvhq9k3fhr0hfa.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

შშს-ს ცნობით, ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს - 1998 წელს დაბადებულ ი.კ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ი. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა