logo
ENG



კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას თხოვენ საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ

20 აპრ 202616:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/lng5jfkdt4h64qs.png

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, საქართველოში რუსული და ჩინური აგენტურის მოქმედების სქემები შეისწავლოს.

რაუფოღლუს ცნობით, კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. ახალი კანონპროექტი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება“ გადადის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე.

შემოთავაზებული კანონმდებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ. იგი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას, რაც მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული.


close დახურვა