logo
ENG



კობახიძე სანქციებზე: თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები

23 აპრ 202613:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/23/2j96pt5mqufne2i.png

მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში, - განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანის დამარცხების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

"ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში," - განაცხადა კობახიძემ.

"TV პირველის" ჟურნალისტს კითხვაზე ელოდება თუ არა სანქციებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

"თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები," - თქვა კობახიძემ.


close დახურვა