logo
ENG



ფოთში, ნარკოდანაშაულისთვის ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

25 აპრ 202610:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/25/7n0e4f96msfyky8.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. შშს-ს ცნობით, დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში შემოჰქონდა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა