logo
ENG



ზელენსკი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს ხვდება

25 აპრ 202612:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/25/ac4d6jfg4hzouz7.png

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აზერბაიჯანში ჩავიდა. მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აზერბაინაში უკრაინის  პრეზიდენტის ჩასვლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაა. განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში კოორდინაციაა. 

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მან მაღალი დონის შეხვედრა გამართა პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა იყო.


close დახურვა