logo
ENG



მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს: ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ!

13 მაი 202611:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/13/8uidatoeyndenkj.jpeg

მისმა უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მის უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა და ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა უსურვა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფალით საყვარელო ძმაო,

დიდი სიხარულით მივიღე, როგორც პირადად, ასევე მსოფლიო საპატრიარქოში მსახურ ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი საყვარელი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე, მარადსახსოვარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრედ, რომელმაც ნათელი და ისტორიული მსახურება აღასრულა საქართველოს ღირსშესანიშნავი ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის წინაშე.

ვადიდებთ რა უფალს, თავისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს, ძმურად გილოცავთ თქვენს უნეტარესობას და ვლოცულობთ, რომ მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი პირველმღვდელმთავრული მსახურება - ღვთის სადიდებლად, თქვენი ღვთისმოსავი სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, და ასევე ჩვენთან და და-ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით პან-მართლმადიდებლური ერთობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე საერთო მოწმობის განსამტკიცებლად. აქსიოს", - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის განცხადებაში.


close დახურვა