logo
ENG



თეთრი სახლი: ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზი ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლებისთვის

14 მაი 202614:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/q9odvirz2oqor3w.png

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ასევე ნათლად გამოხატა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის მიმართ და გამოთქვა მეტი ამერიკული ნავთობის შესყიდვის ინტერესი, რათა მომავალში ჩინეთის დამოკიდებულება სრუტეზე შემცირდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებში ფენტანილის პრეკურსორების ნაკადის შეწყვეტის საკითხში პროგრესის გაღრმავების, ასევე ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის აუცილებლობას.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთში ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა. შეხვედრის ნაწილს შეერთებული შტატების მრავალი უმსხვილესი კომპანიის ლიდერი შეუერთდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


close დახურვა