logo
ENG



აშშ ირანული ნავთობის წარმოებასა და გაყიდვას დროებით უშვებს

22 ივნ 202618:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/22/w1yb3t1r7terrhs.png

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანული ნავთობის წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვისთვის დროებითი ნებართვა გასცა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდა.

გამოცემული გენერალური ლიცენზია ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და პეტროქიმიური პროდუქციის წარმოებას, მიწოდებასა და გაყიდვას 21 აგვისტომდე უშვებს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და შეუფერხებელი ტრანზიტის უზრუნველყოფას, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების დაშვებას.

გასულ კვირას ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, შეერთებული შტატები ირანული ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მათი წარმოებულების ექსპორტზე შეზღუდვებისგან გამონაკლისებს დაუშვებს. შეთანხმება ასევე მოიცავს შესაბამის საბანკო ოპერაციებს, დაზღვევასა და ტრანსპორტირებას.

ახალი ლიცენზია აშშ-ში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტსაც ითვალისწინებს, თუ ეს მათი გაყიდვის ან მიწოდების დასრულებისთვის იქნება საჭირო.

დოკუმენტი არ ვრცელდება ჩრდილოეთ კორეასა და კუბასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ რჩებიან.


close დახურვა