logo
ENG



შსს: დაკავებულმა დაზარალებულს 83 000 ლარი გამოართვა და შეთანხმება არ შეასრულა

16 მაი 202610:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/16/liokqvot2u3ga8a.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მშენებლობის მიზნით დაზარალებულს დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა