შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 14-15 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ს შუამავლობით.
"ორივე ქვეყანა შეთანხმდა მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული აღიარება და საერთო საზღვარზე რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამ ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოლიტიკურ მიმართულებაზე, რომელიც 2 და 3 ივნისს კვლავ განახლდება პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.
უსაფრთხოების მიმართულება მოლაპარაკებები 29 მაისს პენტაგონში დაიწყება, ორივე ქვეყნის სამხედრო დელეგაციების მონაწილეობით. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ 16 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45-დღიან გაგრძელებაზე, რათა უსაფრთხოების მიმართულებამ შეძლოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კომუნიკაცია და კოორდინაცია ისრაელსა და ლიბანს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მიესალმება ორივე მთავრობის მზადყოფნას, იპოვონ გრძელვადიანი გადაწყვეტილება მშვიდობის დასამყარებლად.
