არაბთა გაერთიანებული საამიროების ინფორმაციით, აბუ-დაბიში დრონებით თავდასხმის გამო ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.
აბუ-დაბის მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მას რადიაციულ უსაფრთხოებაზე გავლენა არ ჰქონია.
ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ბარაკას ატომურ ელექტროსადგურზე გაჩნდა. ხანძარს ელექტროსადგურის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელოვანი სისტემები არ დაუზიანებია და ყველა ნაწილი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.
"ბირთვული რეგულირების ფედერალურმა ორგანომ დაადასტურა, რომ ხანძარმა გავლენა არ მოახდინა ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ან მისი აუცილებელი სისტემების მზადყოფნაზე და რომ ყველა ბლოკი ნორმალურად მუშაობს", - ნათქვამია აბუ დაბის ხელისუფლების განცხადებაში.
