logo
ENG



შსს: დაკავებულმა 351 421 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა

18 მაი 202610:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/oqg1hp3ndyn289k.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 351 421 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იგი თითქოსდა დაკავებული იყო ბიზნესსაქმიანობით და მათ დიდი ოდენობით თანხის ინვესტირება შესთავაზა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა