logo
ENG



კობახიძე ბაქოში მსოფლიო უბრანულ სამიტს დაესწრება - დაგეგმილია შეხვედრა ილჰამ ალიევთან

18 მაი 202610:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/37hmpezntd38u9h.png

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ურბანულ სამიტს გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.

ინფორმაციის თანახმად, კობახიძე მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

"სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალურ საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა