რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა.
განცხადება რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ეხება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვი განცხადებით, დოკუმენტი 47 გვერდისგან შედგება და ასახავს მოსკოვსა და პეკინს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, ასევე საერთაშორისო საკითხებზე ორ ქვეყანას შორის საერთო ხედვას.
