ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შენჟენში შეხვდა.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის საგარეო პოლიტიკური პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილურად ვითარდება.
„რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში, ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა პუტინმა.
ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, პუტინი ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
სი ძინპინი და პუტინი ორმხრივი შეხვედრის შემდეგ შენჟენის უნივერსიტეტსაც ეწვევიან და საღამოს საზეიმო ვახშამს დაესწრებიან.
ამასთან, ხუთშაბათს სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს სამმხრივ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ეს სამი ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება ამ ფორმატში.
