გერმანია ევროკავშირს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას სთავაზობს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ გერმანიის კანცლერის თქმით, ეს ხელს შეუწყობს შეთანხმების მიღწევას რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ომის დასასრულებლად.
„ჩემი წინადადება უკრაინის კონკრეტულ ვითარებას ასახავს, რომელიც ომშია. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია მერცის წერილში.
საკუთარი ხედვა მან სხვა ევროპელ ლიდერებს წერილობით გაუზიარა.
ასოცირებული წევრის სტატუსი ევროკავშირში ამ ეტაპზე არ არსებობს.
