logo
ENG



POG: სუს-ის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიყენა, ის გარდაიცვალა

23 მაი 202614:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/23/mf2x22ftmmnqea0.jpeg

პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

"მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ პროკურატურაში. 


close დახურვა