პოლონეთის ველკოპოლსკის რეგიონში, სოფელ გარაბატკასთან, მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
დაიღუპა სატვირთოს მძღოლი, დაშავდა 17 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს ვერტმფრენით.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო სამსახურები. მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს გამოძიება.
