logo
ENG



26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაი 202610:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/gx98n2ckt5ddt6h.png

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დღეს 108 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან.

1918 წელს სწორედ 26 მაისს თბილისში მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც ახლა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ რესპუბლიკას.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელი პირველი რესპუბლიკის არსებობამ მხოლოდ წელიწადსა და 9 თვეს გასტანა. საქართველო 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად ისევ მოექცა რუსეთის კონტროლის ქვეშ.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.


close დახურვა