logo
ENG



გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს

26 მაი 202614:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/1mkwp8x16d1m6zd.jpg

ოპოზიციის ალიანსი თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება, რომელიც თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება. საბოლოო დანიშნულების წერტილი რუსთაველია - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ალიანსის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა რუსთაველის ტერიტორიაზე სცენის განთავსების და სპეციალური ტექნიკის მიტანის საშუალებას.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან კომენტარი გააკეთა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ მათ საღამოს ადგილზე "არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა".

"ჩვენ ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და ჯერჯერობით, ხალხისთვის ხელის შეშლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. როცა აქაურობა დაიშლება, ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახდენთ სცენის მონტაჟს და პრინციპულად, მე არ მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს აქ... არაფრის გაგებას არ ვაპირებ, უარი არ მიგვიღია და პირდაპირ მოვალთ ტექნიკით. ვუყურებთ, იქ [რუსთაველის გამზირზე] ვიდგებით და...

ჯერჯერობით ხალხია, ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებს შორის, პირიქით, ქართული ოცნება აკეთებს ამას მუდმივად. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ჩვენი ტექნიკის მონტაჟს. არაფერი განსაკუთრებული [დასამონტაჟებელი არ არის], ეს არის სცენა, ხმის გამაძლიერებელი, მორჩა. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, ვინმე თუ ხედავს, მისი პრობლემაა, რადგან ნამდვილად გადაკეტილია რუსთაველი.ჯერჯერობით, ხალხი აქ სეირნობს, გასაგებია, დამოუკიდებლობის დღეა, ყველას დღეა ეს, მაგრამ პოლიტიკური აქციის დღეც არის, საღამოს აქ არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა.

თუ ვინმე ხელს შეგვიშლის, გასაუბრება იქნება, ცხადია. მაგრამ, გაფრთხილება მიღებული აქვს ამ ხალხს, მოძრაობა შეზღუდულია, არაფერი არ ხდება, ხედავთ, პირიქით, მზად არის ყველაფერი, რომ აქ ადამიანებს დახვდნენ და სცენაც იყოს, გახმოვანებაც და ამას გავაკეთებთ სწორედ", - თქვა ნიკა გვარამიამ.

 


close დახურვა