logo
ENG



ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს

26 მაი 202617:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/lqw9197envpyehu.png

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ულოცავს. დონალდ ტრამპის მისალოც წერილს ქართული ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს. 

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში", - ვკითხულობთ წერილში. 


close დახურვა