რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ჩეხეთისგან მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 მაისს გამოიძახეს ჩეხეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებები, სასულიერო პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და ტყუილია.
რუსეთის საგარეოს მტკიცებით, სასულიერო პირი ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დააკავეს, რაც მიუთითებს რომ ეს წინასწარ დაგეგმილი იყო.
ცნობისთვის, ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, ილარიონ ალფეევი, 25 მაისს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს.
მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ილარიონის ავტომობილი კარლოვი-ვარში, ავტომაგისტრალზე გააჩერეს, სადაც ჩხრეკის დროს საბარგულში თეთრი ფხვნილით სავსე 4 კონტეინერი აღმოაჩინეს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
მანამდე მისმა ყოფილმა კელიის მსახურმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ სასულიერო პირი რუსეთის ხელისუფლებასა და ორბანის გარემოცვას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
ილარიონ ალფეევი დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და ის სტიქრით 15 წლის ასაკში კათალიკოსმა ილიამ შემოსა.
