რუსული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დაკავებული მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსული მედია მიტროპოლიტის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით იუწყება.
"მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები მძღოლი ჩეხეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ისინი ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე გაათავისუფლეს გირაოს, ხელწერილის, ქვეყნის დატოვების აკრძალვის ან სხვა საპროცესო ვალდებულებების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, ილარიონ ალფეევი, 25 მაისს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს.
მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ილარიონის ავტომობილი კარლოვი-ვარში, ავტომაგისტრალზე გააჩერეს, სადაც ჩხრეკის დროს საბარგულში თეთრი ფხვნილით სავსე 4 კონტეინერი აღმოაჩინეს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
მანამდე მისმა ყოფილმა კელიის მსახურმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ სასულიერო პირი რუსეთის ხელისუფლებასა და ორბანის გარემოცვას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
ილარიონ ალფეევი დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და ის სტიქრით 15 წლის ასაკში კათალიკოსმა ილიამ შემოსა.
