თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე უკვე მივიდნენ „ოპოზიციის ალიანში“ შემავალი პარტიების ლიდიერები.
საპროტესტო აქტივობის პარალელურად, უნივერსიტეტის წინ საქველმოქმედო კამპანიაც მიმდინარეობს - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მხარდასაჭერად.
ორგანიზატორების გეგმით, თსუ-სთან სრული მობილიზაციის შემდეგ, დემონსტრანტები მსვლელობით დაიძვრებიან და რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გადაინაცვლებენ.
