logo
ENG



ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს

27 მაი 202620:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/27/msos6mc4hw03w7b.jpg

განახლება: პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დააკავეს პაპუნა ლოცულაშვილი, მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. 

 "ცინიკურია, რომ 35-ე მუხლით დააკავეს ნაწამები ადამიანი. ყველაზე ცინიკურია ის, რომ დამკავებელი, რომელმაც გაიყვანა ის იზოლატორში, კადრებში ჩანს, რომ არის ერთ-ერთი მოძალადე, მას აღენიშნება სახეზე მრავლობითი დაზიანება. მოვიკითხე ამბავი და ძალადობა მრავალ ადგილას მოხდა, რაც კადრებში ჩანს არის ბოლო ეპიზოდი", - თქვა მან ინტერპრესნიუსთან.

გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.


close დახურვა