აი, ფაქტი ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელშიც Megobari აქტის დაბლოკვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ამის უკან ორი ადამიანი იდგა - ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირადი ინტერესების გამო არ აწყობდა.
გამოძიების თანახმად, ამ მოვლენების პარალელურად სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო - ფინანსური შეღავათები და 15-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა.
აი, ფაქტი წერს, რა ხდებოდა სენატის კულუარებში, როგორ იმუშავა სტივ ნიკანდროსმა Megobari აქტის ჩასაგდებად და როგორ დათბა მისი დაფუძნებული ნავთობკომპანიის, ფრონტერას ურთიერთობა ხელისუფლებასთან.
ჟურნალისტური გამოძიება - სრულად
