logo
ENG



გოცირიძე: არავითარი რუსეთის აგენტები არ დაუჭერიათ, ეს წარმოუდგენელია რომ მოხდეს

30 მაი 202618:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/30/uoc54jzivv9k26v.png

არავითარი რუსეთის აგენტები არ დაუჭერიათ-არც წინა თვეს და არც ახლა. ეს წარმოუდგენელია რომ მოხდეს. თანაც ამ დღეებში რუსეთმა კანონი მიიღო მისი მოქალაქის სხვა ქვეყანაში დაპატიმრების შემთხვევაში სამხედრო წესით გათავისუბლების შესახებ. მადუროს გატაცება "მოეწონათ" ეტყობა. ის ცხინვალელი კაცი რუსეთის მოქალაქეც იყო( იქ ორმაგი მოქალაქეობაა, რუსულ-ოსური).

როგორც ჩანს, რაღაცით უკმაყოფულოები იყვნენ რუსები ამ პირების მოქმედებით და დასაჯეს, აქაური მეგობარ ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთეს. მცირეოდენ პიარის შანსიც მისცეს-ხმამაღლა რომ იყვირონ რუსეთის ჯაშუშები დავუჭირეთო ამის უფლებას არ მისცემენ, ამიტომ თავინთი ტელევიზიებით "გააჟონეს" ინფორმაცია, რუსეთის აგენტები დავიჭირეთო. ასე იყო წინა თვეს-სუს-ის ბრიფინგიდან ცოტა ხანში გავიგეთ რუსთავი 2-დან, რომ ის კაცი რუსეთის მოქალაქე ყოფილა.

ასე, რომ გასაკვირი არაფერია.


close დახურვა