logo
ENG



პსჟ-ის გამარჯვების აღნიშვნა საფრანგეთში არეულობაში გადაიზარდა

31 მაი 202611:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/31/8x6lzrrsaiot6y9.png

საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ დაწყებული მასშტაბური ზეიმი არეულობაში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან დაახლოებით 280  პარიზში.

პსჟ-მ ფინალში ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, რის შემდეგაც ათიათასობით გულშემატკივარი პარიზის ქუჩებში გამოვიდა. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო შანზ-ელიზეს გამზირი, სადაც ფანებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, აანთეს ფარები და ფოიერვერკები.

დაძაბულობა მალევე გადაიზარდა შეტაკებებში. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა შეკრებილი ხალხის დასაშლელად. არეულობების შედეგად შვიდი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა  მომხდარს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ წელს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო, რადგან 2025 წელს პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტრიუმფის აღნიშვნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ადამიანი დაშავდა.

ინციდენტები საფრანგეთის სულ მცირე 15 ქალაქში დაფიქსირდა, მათ შორის ტულუზაში, გრენობლსა და რენში.


close დახურვა