logo
ENG



ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

31 მაი 202622:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/31/ba6ufhmophusmye.png

ბათუმში მამაკაცი ცეცხლასროლი იარაღით მოკლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, ინფორმაცია "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

თვითმხილველების თქმით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც დაინახეს რომ მძიმედ დაჭრილი მამაკაცი შველას ითხოვდა. მათი თქმით, გასროლას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ტროტუარზე იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.


close დახურვა