logo
ENG



ირანმა აშშ-სთან არაპირდაპირი კომუნიკაცია შეაჩერა და ჰორმუზის სრული ბლოკირება გადაწყვიტა

01 ივნ 202618:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/s5n5jnwkb7kit5m.png

ირანმა ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული იერიშების ფონზე აშშ-სთან შუამავლების მეშვეობით მიმდინარე კომუნიკაცია შეაჩერა. ამის შესახებ ირანული სააგენტო Tasnim-ი იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, თეირანის მოლაპარაკებების ჯგუფი წყვეტს „შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებსა და ტექსტების გაცვლას“ და აცხადებს, რომ დიალოგი არ განახლდება მანამ, სანამ ირანისა და „ჰეზბოლას“ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ირანული მხარე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სრულ გაყვანას მოითხოვს.

ამავე დროს, Tasnim-ის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტის სრულად დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე თეირანი აცხადებდა, რომ სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე გემების გადაადგილებას საკუთარი პირობებით არეგულირებდა. სააგენტოს თანახმად, „წინააღმდეგობის ფრონტი“ სამიზნედ ბაბ-ელ-მანდების სრუტასაც განიხილავს, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.


close დახურვა