logo
ENG



აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის ბლოკადა სრულად მოხსნა, თუმცა რეგიონში რჩება

18 ივნ 202621:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/18/l8kusnz4yr6m31t.png

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა.

ცენტრალური სარდლობის განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია.

სარდლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა აშშ-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.

"დღეს, აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობის ბლოკადა. ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის ძალაში ყოფნის ყველა მცდელობა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული ძალითა და ეფექტურობით მოქმედება", - ვკითხულობთ სარდლობის განცხადებაში. 


close დახურვა