შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 6 ბინის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
