logo
ENG



კრემლში პირველი კომენტარი გააკეთეს პუტინისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე

05 ივნ 202600:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/05/rgpj6mqrvtypkkp.png

კრემლში უკვე გააკეთეს პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაგზავნილ ღია წერილზე. 

კერძოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლში ეს ღია წერილი ნახეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა. 

"მან [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] წერილი უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოაქვეყნა და პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა.

ზელენსკის შეუძლია, მოსკოვში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ თუ ზელენსკის საუბარი სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა და ამის გაკეთება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს. შესაბამისი წერილი გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.

წერილში ის აღნიშნავს, რომ უკრაინა ომის წინადადებით გამოდის და ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი - სრულად

 


close დახურვა