logo
ENG



პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს

08 ივნ 202615:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/9gb60hkfmsmh2vt.png

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება" ხმათა 49.825%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.281%-ით, მესამე ადგილს კი საარჩევნო ბლოკი "სომხეთის ალიანსი" იკავებს, ხმების 9.934%-ით.

განახლებული მონაცემებით, პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი" ვერ ლახავს 4%-იან საარჩევნო ბარიერს და ხმების 3.996%-ს იღებს.

შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია "სტაბილურ" საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა, ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ორ-მესამედიან სუპერუმრავლესობას.

არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებისას პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის პრიორიტეტია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სომხეთში "კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა" სრულად დაიშალოს. მანვე დაამატა, რომ "სამოქალაქო შეთანხმება" მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს.

არჩევნებში მონაწილეობდა 18 პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი. 

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მინიმუმ 4%-იანი, ხოლო ბლოკებს 8%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა ჭირდებოდათ.

 


close დახურვა