აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას მოლოდინს გადააჭარბებს", - წერს ის Truth Social-ზე.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ - ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" ხმების 23.3%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
