logo
ENG



ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

09 ივნ 202619:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/09/prm5y79bgl19seb.png

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო. არსებული ინფორმაციით, ის ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა. მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


close დახურვა