logo
ENG



აშშ-მა ირანზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

11 ივნ 202610:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/11/3apbg8hu5jg98jv.jpeg

11 ივნისის მონაცემებით, აშშ-მ ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ოპერაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩატარდა და მიზანში ამოღებული იყო ირანის სამხედრო, საჰაერო თავდაცვისა და სადაზვერვო ობიექტები.

ცენტრალურ სარდლობის ცნობით, დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ირანთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიშები მიიტანა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში.

Reuters-ის ცნობით, ირანის სხვადასხვა ქალაქში აფეთქებები დაფიქსირდა, ხოლო აშშ-ის მხარემ განაცხადა, რომ დარტყმები სამხედრო ინფრასტრუქტურას ეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები გაგრძელდება, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.


close დახურვა