logo
ENG



რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი

09 ივლ 202618:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/09/8r6660yryv4nr6b.png

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია. 

არსებული ცნობებით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა