logo
ENG



ტრამპი: აშშ ამაღამ ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებს

11 ივნ 202618:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/11/j4v5j5wgg8k1eri.png

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამაღამ ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ამაღამ ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებს ირანს (რომლის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, თავის შეტევითი პოტენციალის უდიდეს ნაწილთან ერთად, განადგურებულია!). არცთუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენს კონტროლქვეშ მოვაქცევთ კუნძულ ხარგს და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, ისევე როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელასთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი", - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

 


close დახურვა