ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ ევროსკოპთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეს", - თქვა მან.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალში მსგავსი შეხვედრა, გიორგი ტაბატაძემ უპასუხა: "შემდგომ უკვე, მომავალში გვიჩვენებს დრო [იქნება თუ არა] სხვა შეხვედრები".
მისივე თქმით, "პოზიტიურად არის განწყობილი".
ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა და ისინი ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდნენ.
