logo
ENG



ევროსაბჭოს მინისტრათა კომიტეტი "ქართულ ოცნებას" კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

12 ივნ 202623:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/12/wqn08hxjbgfwyyd.jpg

9-11 ივნისს გამართული შეხვედრების სერიის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპის საბჭოს მინისტრათა კომიტეტი ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ შეკრების თავისუფლების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, საუბარია ასევე სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში და იმ კანონპროექტებზე, რომლებიც დემოკრატიულობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

"საქმე ეხება შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას, რაც გამოწვეული იყო ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების სათანადოდ შეუსწავლელობითა და ადმინისტრაციული მსჯავრდებებისა და/ან სასჯელების დასაბუთებისთვის შესაბამისი და საკმარისი არგუმენტების არმიწოდებით, დემონსტრაციების კონტექსტში. ასევე, საქმეები ეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის თვითნებური გამოყენების გამო;

გაიხსენეს, რომ შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური უფლებაა და, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასეთი საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს;

[მინისტრთა კომიტეტმა] მოუწოდა ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას და პრაქტიკას, და შეუსაბამოს ისინი კონვენციის სტანდარტებს, არაპროპორციული და უკანონო ადმინისტრაციული დაპატიმრება/დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის თავიდან ასარიდებლად, მათ შორის სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის, გადაჭარბებული ჯარიმების, და სასამართლო პროცესების საერთო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; მოუწოდეს მათ, რომ ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტულ ორგანოებთან. 

მოუწოდეს ხელისუფლებას, წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია სასამართლო და სამართალდამცავი პრაქტიკის შესახებ, რომელიც უკავშირდება დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციულ დაკავებებს/პატიმრობებსა და მსჯავრდებებს, შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად;

მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა "სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს კონვენციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგში".

მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სრულად ხელშემწყობი გარემო, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ შეკრებების მონიტორინგი და მონაწილეთათვის იურიდიული დახმარების გაწევა", - ნთქვამია ინფორმაციაში

 


close დახურვა