"თუ როგორც შსს ამბობს, მართლა 2022 წლის ამბავია და აჭარაში მომხდარია, ვინ იყო ამ დროს აჭარის პოლიციის უფროსი?
ვინ და გრიგოლ ბესელია, ვისი პირადი ანგარიშსწორებით და ფორმალურად ვისი ჩვენებითაც დღეს მზია ამაღლობელი ციხეში ზის", - წერს სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ტელეკომპანია პირველის ეთერში ნოდარ მელაძის მიერ გასაჯაროებულ კადრებზე.
ცნობისთვის, ბესელია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა.
გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ის სამსახურიდან კორუფციის გამო გაათავისუფლა.
