logo
ENG



ირანში, 4-9 ივლისს, მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

13 ივნ 202618:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/xa4j8t1theum1eu.png

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. 

მედიის ცნობით, ხუთდღიანი სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და ყოფილი უზენაესი ლიდერის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დასრულდება.

აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, თეირანში, საკუთარ რეზიდენციაზე, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო იერიშის პირველივე დღეს მოკლეს.

ამის შემდეგ,  ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა ხამენეი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმაღლესი თანამდებობის დაკავების შემდეგ, ახალი ლიდერი საზოგადოების წინაშე საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოჩენილა.


close დახურვა