"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არათუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ გვინდა ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ადრე გვქონდა...
საბოლოო ჯამში ჩვენ ვთქვით, რომ იმ ძველ პარტნიორობას აზრი არ აქვს. ჯობია ახალი პარტნიორობის შეთანხმება შევიმუშაოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო.
