logo
ENG



სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს

15 ივნ 202611:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/k16030febocdhz9.png

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური ბლოკის "სომხეთის ალიანსის" ლიდერი, რობერტ ქოჩარიანი ქვეყნიდან არ გაუშვეს.

მედიის ინფორმაციით, ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აეკრძალა. ის აეროპორტში სამართალდამცავებმა შეაჩერეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისი ოფისის განცხადებით, ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და კერძო ხასიათს ატარებდა. 

ქოჩარიანის ოფისის წარმომადგენელმა, ბაგრატ მიქოიანმა განაცხა, რომ ხელისუფლების ქმედება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 

"მოხდა ის, რასაც ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მისი სამდღიანი პირადი ვიზიტის შესახებ, მას უკანონოდ და უმიზეზოდ აუკრძალეს ქვეყნის დატოვება",  - თქვა მიქოიანმა.

რობერტ ქოჩარიანის ვაჟის, ლევონ ქოჩარიანის თქმით, პოლიტიკოსი რუსეთში მიემგზავრებოდა.

 

 


close დახურვა