logo
ENG



პაპუაშვილი: როცა გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ ბრიუსელს თუ ეკლესიას, ვირჩევთ ეკლესიას

16 ივნ 202615:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/16/4lna683varout3k.png

ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს - ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ინტერესების გამტარებელი საქართველოში, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ Freedom House-ი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს.

“ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს. მან ნამდვილად დაიმსახურა მარკ პალმერის ჯილდო. პალმერი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი, რომელიც “ფერადი რევოლუციების” და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეოლოგი გახლავთ. სწორედ ის იყო, ვინც თავდაპირველად ამ იდეოლოგიის დამკვიდრება დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერის შედეგად, რომ ამერიკა უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მოეხდინა ინტერვენცია, ამიტომ ის არის ცნობილი, როგორც “ფერადი რევოლუციის” იდეოლოგი. ასე რომ, ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ინტერესების გამტარებელი საქართველოში. დამსახურებულია, რომ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საქართველოში იღებს უცხო ძალების ინტერესების გამტარებლის იდეოლოგის სახელობის ჯილდოს.

მე ვეცნობი ქართველი ხალხის შეფასებას ჩვენ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ასევე ქართული ეკლესიის შეფასებას ჩვენს ზოგიერთ კანონთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია ვნახეთ ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით, რომ არათუ ეს კანონები უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს, არამედ, პირიქით, უნდა გაფართოვდეს და განმტკიცდეს. როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს სწყინს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს სწყინს,” - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა